23-24 ოქტომბერს ჯიუ-ს სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, აირჩიონ შესაბამისი სკოლის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი.
GIU-ს სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში 4 კანდიდატი იღებს მონაწილეობას, ხოლო პრეზიდენტები შეირჩევიან ორი სკოლისთვის:
- სამართლისა და პოლიტიკის სკოლა
- ბიზნესის, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა
არჩევნებამდე კანდიდატებმა თავიანთი ხედვები, სამოქმედო გეგმები და პროგრამები წარადგინეს სტუდენტებისა და ადმინისტრაციის წინაშე. კანდიდატებს შორის გაიმართა დებატები. ასევე სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ მათთვის საინტერესო თემებზე შეკითხვები.
ჯიუ მადლობას უხდის ყველა კანდიდატს და სტუდენტს განსაკუთრებული ჩართულობისთვის!
ჩვენ გვჯერა, რომ სტუდენტური თვითმმართველობა არის ერთიანი ძალა, რომელიც ხელს უწყობს სტუდენტების ინტერესების დაცვას, უნივერსიტეტის ზრდასა და განვითარებას.
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი წარმატებებს უსურვებს თითოეულ კანდიდატს.