აღნიშნული პროგრამის სასწავლო პროცესი განხორციელდება ჰიბრიდულ ფორმატში (offline + online), რაც უზრუნველყოფს ხარისხიან განათლებას და სწავლის უწყვეტობას.
გარდა ამისა, პროგრამის დასკვნით ეტაპზე GIU-ს სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, გაიარონ სტაჟირება ჩინეთში, CIEG-ში და პარტნიორ კომპანიებში, სადაც ისინი თეორიულ ცოდნას გამოიყენებენ პრაქტიკაში და ჩინეთის მასშტაბურ ბიზნეს გარემოში შეიძენენ ფასდაუდებელ საერთაშორისო გამოცდილებას.
24 ოქტომბერს ელექტრონული კომერციის პროგრამა ოფიციალურად წარადგინეს GIU-ს რექტორმა, პროფესორმა ელი ელისაშვილმა და ვიცე-რექტორმა უცხოელი სტუდენტების რეკრუტირების მიმართულებით სელინა ლიმ. ეს არის გზა, რომელიც გიხსნის კარიერას გლობალური ბიზნესის სამყაროში.
პროგრამა სტუდენტებს აძლევს უნიკალურ შანსს, მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება, განივითარონ უნარებ-ჩვევები გლობალური ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად და გახდნენ საერთაშორისო დონის კონკურენტუნარიანი სპეციალისტები თანამედროვე ეკონომიკურ გარემოში.