7 ნოემბერს, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ GIU-ში, ბიზნესის, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის ინიციატივით, ჩატარდა მასტერკლასი სახელწოდებით ,,ქალები ბიზნესში”.
მასტერკლასს უძღვებოდა ნინო ჩიკვაშვილი – ბიზნეს ლიდერთა ფედერაციის ,,ქალები მომავლისთვის” წევრი, ამერიკული უმაღლესი სკოლა ,,პროგრესის” დამფუძნებელი.
სპიკერმა ისაუბრა ისეთ თემებზე, როგორიცაა:
• ბიზნესის მართვის მრავალწლიანი (20 წელი) გამოცდილება;
• მენეჯერისთვის სასურველი და მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები;
• ბიზნესთან დაკაშირებული ბრენდინგის/მარკეტინგის და კროსკულტურული საკითხები.
მასტერკლასი ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუსა და ამერიკულ უმაღლეს სკოლა ,,პროგრესს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.