COIL პროექტი – ლიდერობა მდგრად შესყიდვებში - GIU
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ, კოვენტრის უნივერსიტეტსა (ბრიტანეთი) და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ახორციელებს COIL პროექტს მდგრადი შესყიდვების ლიდერობის მიმართულებით, რომლის მთავარი მიზანია სოციალური, საზოგადოებრივი და გარემოსდაცვითი შედეგების შექმნა და მათზე დადებითი გავლენის წარმოქმნა.

პროექტის ლიდერები არიან:

– სოფიკო თევდორაძე – პროფესორი, ვიცე-რექტორი, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ, საქართველო

– ლინდა ბერგსტენი – Roche Diagnostics, შვეიცარია

– ფრედ ლემკე – University of Waikato, ახალი ზელანდია

– სელინ ლუშე – University of Waikato, ახალი ზელანდია

– კერკსტინ ლემკე – University of Waikato, ახალი ზელანდია

– ალექსანდრე მეტრეველი – Coventry University, ბრიტანეთი

– სიმონ ეთერტონი – Coventry University, ყაზახეთი

– პიტერ უარინგ ლი – IBA International Business Academy, ლატვია

– გვენდოლინ დე ვივიეს – MADE iN Sainte-Marie Lyon, საფრანგეთი

პროექტის ფარგლებში სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა:

  • მიიღონ მონაწილეობა ონლაინ საერთაშორისო კოლაბორაციულ აქტივობებში;
  • შეისწავლონ მდგრადი შესყიდვების პრაქტიკები, რომლებიც აერთიანებს სოციალურ, საზოგადოებრივ და გარემოსდაცვით მიზნებს;
  • განივითარონ კოლაბორაცია და გუნდური მუშაობის უნარები მრავალეროვან და მრავალკულტურულ გარემოში;
  • დაეუფლონ პროფესიული და აკადემიური კომუნიკაციის სტრატეგიებს საერთაშორისო კონტექსტში;
  • მოისმინონ და მიიღონ საპასუხო კითხვები პროფესიონალ ექსპერტებთან პირდაპირი ლექციის დროს;
  • გაიუმჯობესონ კრიტიკული აზროვნება და გადაწყვეტილების მიღების უნარები მდგრადი ბიზნესპრაქტიკის მიმართულებით.

სტუდენტები პროექტის დასრულების შემდეგ მიიღებენ კოვენტრის უნივერსიტეტის სერტიფიკატს

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე. გთხოვთ გამოიყენოთ თქვენი პირადი უნივერსიტეტის ელ-ფოსტა: https://signup.coventry.aula.education/?spaceCode=zKyhrh

რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ ბმულზე: https://aula.zendesk.com/…/artic…/360053178593-Log-into-Aula