GIU-ს საინფორმაციო შეხვედრა თემაზე „ომბუდსმენის ოფისის როლი“ - GIU
25 ნოემბერს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა საინფორმაციო შეხვედრას თემაზე „ომბუდსმენის ოფისის როლი“.
შეხვედრას უძღვებოდნენ საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები:
🔘თამთა ბოლქვაძე – GIU-ს ომბუდსმენი
🔘ოთო გუნცაძე – GIU-ს ომბუდსმენის მოადგილე
მონაწილეებმა იმსჯელეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა:
🔘 უნივერსიტეტის შინაგანაწესი
🔘 სტუდენტების უფლებების დაცვის მექანიზმები
🔘 საჩივრების მიღებისა და განხილვის პროცედურები
🔘 კონფლიქტების მედიაციის პრაქტიკული გზები
🔘 ემოციური მხარდაჭერის შესაძლებლობები
შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტებისთვის უფლებების, წესების და მხარდამჭერი რესურსების შესახებ ინფორმაციის გაცნობა. ღონისძიება აქტიური ჩართულობითა და საინტერესო დისკუსიებით წარიმართა.