აღნიშნული პროექტი – ,,მოხალისეობა – ახალი შესაძლებლობები” – ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის – „ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება“ – ფარგლებში განხორციელდა.
ღონისძიებაში, 150-მდე მოხალისესთან ერთად, ორგანიზატორები და მოწვეული სტუმრები იღებდნენ მონაწილეობას.
ორგანიზატორებმა გამარჯვებულები ორ ასაკობრივ კატეგორიაში გამოავლინეს; მოზარდები (13-18 წელი) და ზრდასრულები (18-29 წელი):
სიამაყით გაცნობებთ, რომ ზრდასრულთა კატეგორიაში განათლების ხელშეწყობის ნომინაციაში გამარჯვებულად საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს სამართლისა და პოლიტიკის სკოლის სტუდენტი მარი ლომაია დასახელდა.
წლის საუკეთესო მოხალისის ეროვნული ჯილდოს ტრადიციის დამკვიდრების მიზანია მოხალისეობის მხარდაჭერა და წახალისება, ასევე, მადლიერების გამოხატვა იმ ახალგაზრდებისადმი, რომლებიც უანგაროდ არიან ჩართულნი მოხალისეობრივ საქმიანობაში.
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი მადლობას უხდის ჯიუ-ს სტუდენტს კიდევ ერთი გამარჯვებისთვის და წარმატებებს უსურვებს პროფესიულ საქმიანობაში.