საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ გიწვევთ სემინარზე: „სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებისა და საპროკურორო ზედამხედველობის ცალკეული თავისებურებანი სისხლის სამართლის პროცესის სხვადასხვა სტადიაზე“.
სემინარს გაუძღვება ზაზა კვირკველია – განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი, პროკურორი და ადვოკატი, მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილებით.
სემინარის ფარგლებში განხილული იქნება სისხლის სამართლის პროცესის სხვადასხვა ეტაპზე გამოძიებისა და საპროკურორო ზედამხედველობის პრაქტიკული და სამართლებრივი ასპექტები.
გელოდებით ოთხშაბათს, 17 დეკემბერს, 15:00 საათზე.
სემინარის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
სემინარზე დასწრება თავისუფალია ყველა დაინტერესებული პირისთვის.
მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/YHVKcoqkMioVun1y9