2025 წლის 13 დეკემბერს, სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანმა, პროფესორმა თათია დოლიძემ, მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც ორგანიზებული იყო აღმოსავლეთ ჩინეთის პოლიტიკური მეცნიერებებისა და სამართლის უნივერსიტეტის მიერ. კონფერენციის სახელწოდება იყო ,,ჩინურ-ევროპული ფორუმი სისხლის სამართალში”.
კონფერენციაზე პროფესორი თათია დოლიძე გამოვიდა მოხსენებით ,,ხელოვნური ინტელექტის როლი დანაშაულის პრევენციაში”.
ფორუმში მონაწილეობდნენ წამყვანი ექსპერტები ჩინეთიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. მათ შორის, უნგრეთიდან, ჩეხეთიდან, რუმინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, რაც ღონისძიებას კიდევ უფრო საერთაშორისო მნიშვნელობას სძენდა.
GIU აგრძელებს თანამედროვე სამართლებრივი გამოწვევების განხილვას გლობალურ აკადემიურ სივრცეში და ინოვაციური ხედვების განვითარებას.