17 დეკემბერს, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ში ჩატარდა შეხვედრა თემაზე: „სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებისა და საპროკურორო ზედამხედველობის ცალკეული თავისებურებანი სისხლის სამართლის პროცესის სხვადასხვა სტადიაზე“.
სემინარს უძღვებოდა ზაზა კვირკველია – განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი, პროკურორი და ადვოკატი, მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილებით.
შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა სისხლის სამართლის პროცესის სხვადასხვა ეტაპზე გამოძიებისა და საპროკურორო ზედამხედველობის მნიშვნელოვანი პრაქტიკული და სამართლებრივი ასპექტები.
შეხვედრა გამოირჩეოდა მაღალი პროფესიული ინტერესითა და აქტიური ჩართულობით, რამაც მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, გაეღრმავებინათ თეორიული ცოდნა და მიეღოთ პრაქტიკაზე ორიენტირებული ინფორმაცია.
სემინარის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ აგრძელებს პროფესიული და აკადემიური განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების ორგანიზებას.