ვიზიტი პროფორიენტაციის მიზნით გაიმართა და მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ, გაცნობოდნენ ჯიუს საუნივერსიტეტო ცხოვრებასა და აკადემიურ გარემოს.
საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა დაათვალიერეს GIU-ს კამპუსი და სასწავლო ლაბორატორიები. ასევე ჩაერთვნენ სამართლებრივი ქეისის სიმულაციაში, რომელიც სამართლებრივი ნორმების პრაქტიკაში გამოყენებასა და პროცესუალური უნარების განვითარებას ისახავდა მიზნად.
პროექტში ჩართულ მოსწავლეებს უნივერსიტეტში მეგზურობას უწევდნენ GIU-ს სტუდენტური თვითმმართველობის ომბუდსმენი თამთა ბოლქვაძე და სტუდენტური კლუბის „LOOPYOUTH“-ის დამფუძნებელი მარიამ ლომაია, რომლებმაც სტუმრებს საკუთარი გამოცდილება და სტუდენტური ცხოვრების ხედვები გაუზიარეს.
GIU განაგრძობს ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო, პრაქტიკაზე ორიენტირებული შესაძლებლობების შექმნას და მომავალი ლიდერების მხარდაჭერას.