GIU-ს ვორქშოპი ,,შფოთვითი მდგომარეობები - როგორ მუშაობს შფოთვა და როგორ დავეხმაროთ საკუთარ თავს” - GIU
22 იანვარს GIU-ს ფსიქოლოგიის სტუდენტებისთვის ჩატარდა ვორქშოპი სახელწოდებით ,,შფოთვითი მდგომარეობები – როგორ მუშაობს შფოთვა და როგორ დავეხმაროთ საკუთარ თავს”.

აღნიშნული ვორქშოპი მიზნად ისახავდა შფოთვის უკეთ გააზრებას, მისი მექანიზმების გაცნობას და პრაქტიკული თვითრეგულაციის უნარების განვითარებას.

ვორქშოპზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა:

  • შფოთვის სოციალიზაცია და ნორმალიზაცია;
  • შფოთვის ბიო-ფსიქო-სოციალური მექანიზმი;
  • საკუთარი შფოთვის ამოცნობა და დასახელება;
  • მოკლევადიანი თვითრეგულაციის პრაქტიკული უნარები.

 

ვორქშოპის დასრულების შემდეგ მონაწილეებისთვის უფრო ნათელი გახდა:

  • რა არის შფოთვა და რატომ ჩნდება ის;
  • რა განსხვავებაა ნორმალურ შფოთვასა და შფოთვით აშლილობას შორის;
  • როგორ ამოვიცნოთ საკუთარი შფოთვის ფიზიკური, კოგნიტური და ქცევითი ნიშნები;
  • როდის და რა დროს უნდა მიმართონ პროფესიონალს.

შეხვედრას უძღვებოდა ნათია ობგაიძე – გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის დოქტორანტი, GIU -ს ასოცირებული პროფესორი. ტრენერთა ასოციაციის ასოცირებული წევრი, საქართველოს კოგნიტურ – ბიჰევიორული თერაპიის საზოგადიების წევრი.

ფასილიტატორი: გიორგი გერგაული – GIU-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო და სოციალური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი.