GIU-ს რექტორის საქმიანი ვიზიტი მალაიზიაში - GIU
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ GIU-ს რექტორმა, ქალბატონმა ელი ელისაშვილმა, მონაწილეობა მიიღო მალაიზიაში გამართულ უნივერსიტეტების პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის (IAUP) აზია-წყნარი ოკეანის რეგიონულ კონფერენციაში.

კონფერენცია ჩატარდა თემაზე: ,,Global Connections, Collective Growth” – რაც წარმოადგენდა უმაღლესი განათლების სფეროში თანამშრომლობის, ინოვაციისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით წამყვანი უნივერსიტეტების ლიდერების მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორუმს.

კონფერენციის ფარგლებში GIU-ს რექტორმა გამართა მაღალი დონის საქმიანი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების ხელმძღვანელებთან, რომლის შედეგად გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები (MoU) სტუდენტური გაცვლის, აკადემიური მობილობის, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამებისა და კვლევითი თანამშრომლობის მიმართულებით.

კონფერენციის პროგრამის ფარგლებში ასევე შედგა რექტორის ოფიციალური ვიზიტი კონფერენციის თანაორგანიზატორ INTI International University-ში, სადაც გაიმართა ოფიციალური შეხვედრა უნივერსიტეტის ვიცე-კანცლერებთან. შეხვედრის შედეგად გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

რექტორის აღნიშნული ვიზიტი ემსახურებოდა უნივერსიტეტის სტრატეგიული მიზნების გაძლიერებას – საერთაშორისო აკადემიური ინტეგრაციის პროცესის განვითარებას, გლობალური თანამშრომლობის გაფართოებას და საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის პოზიციონირებას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში.