სიმპოზიუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს პროფესორმა მარინე ვეკუამ, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უნივერსიტეტის აქტიურ ჩართულობას საერთაშორისო აკადემიურ და კვლევით პროცესებში.
ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა „მესამე ადგილების“ კონცეფციის მულტიდისციპლინური ანალიზი და იმ ინიციატივებისა და ორგანიზაციების საქმიანობის კვლევა, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებაში ხელს უწყობენ არაფორმალურ სივრცეებში მოქალაქეთა ჩართულობას, კომუნიკაციასა და ინოვაციური იდეების განვითარებას.
პროფესორ მარინე ვეკუას მოხსენების თემა იყო „მესამე ადგილები: როგორ მუშაობს ეს საქართველოში“ (“Third Places: How It Works in Georgia”), სადაც წარმოდგენილი იყო საქართველოს გამოცდილება და პრაქტიკა აღნიშნული კონცეფციის კონტექსტში.
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ აგრძელებს საერთაშორისო აკადემიურ დიალოგში აქტიურ მონაწილეობას და საკუთარი ცოდნისა და კვლევითი პოტენციალის გაზიარებას გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში.