ჯიუ-სა და „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა - GIU
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-სა და სს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი მიზნად ისახავს აკადემიურ და ბიზნეს სექტორებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს სტუდენტებისთვის პრაქტიკული ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი საგანმანათლებლო, პროფესიული, სამეცნიერო ღონისძიებების განხორციელებას და სტუდენტების, მკვლევრების სხვადასხვა ეროვნულ პროექტებში ჩართულობას.

მხარეები ითანამშრომლებენ სტუდენტებისთვის ტრენინგებისა და სამუშაო ადგილების შეთავაზების მიმართულებით.

აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს სტუდენტთა პროფესიული უნარების განვითარებას და მათ წარმატებულ ინტეგრაციას შრომის ბაზარზე.