ჯიუ აცხადებს ვაკანსიას სასწავლო და საგამოცდო პროცესის მართვის მენეჯერის პოზიციაზე - GIU
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი  ჯიუ (ყოფილი გ. თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტი)  აცხადებს ვაკანსიას სასწავლო და საგამოცდო პროცესის მართვის მენეჯერის  პოზიციაზე.

 სამუშაო ადგილი: . თბილისი

სამუშაოს აღწერილობა:

  • ელექტრონულიი ცხრილების ფორმირება. ბაზებთან მუშაობა;
  • სტუდენტთათვის ინდივიდუალური სასწავლო ცხრილის შედგენა სასწავლო უნივერსიტეტში მოქმედი წესების შესაბამისად;
  • სასწავლო კურსების ელექტრონული ბაზის სემესტრული განახლება (სასწავლო კურსი, სასწავლო კურსის განმახორციელებელი და ა.შ. );
  • სტუდენტთა აკადემიური რეგისტრაციის კოორდინაცია, ადმინისტრაციული რეგისტრაციის მიმდინარეობის აღრიცხვის კოორდინაცია და შესაბამისი აქტების გამოსაცემად პროექტების შემუშავება;
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტების სასწავლო პროცესში სრულფასოვანი ინტეგრირირებისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და ჩართულობა;
  • საგამოცდო ცხრილების შედგენა;
  • გამოცდების პროცესების კოორდინირება;
  • საგამოცდო საკიტხების კონფედენციალურობის დაცვის უზრუნველყოფა.;
  • შესაბამის ორგანოებთან შეთანხმებით – უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის ფორმის შემუშავება; ასევე, დიპლომის დანართების მომზადება;
  • საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება;
  • დეკანის სხვა დავალებების შესრულება–უფლებამოსილების ფარგლებში.

 

სავალდებულო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია საგანმანათლებლო სივრცეში მუშაობის გამოცდილება;
  • სავალდებულოა ინგლისურ ენაზე მეტყველებისა და წერის უნარები (B2);
  • კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების კარგად ცოდნა;
  • ანალიტიკური და სისტემური აზროვნების უნარი;
  • მონაცემების დამუშავების/ შეფასების უნარი.

 

 

დაინტერესებულმა აპლიკანტმა გამოაგზავნეთ .რეზიუმე / CV   hr@giu.edu.ge

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება,.

წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.