საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი GIU გიწვევთ ღონისძიებაზე: „წარმატებული სტარტაპი: იდეიდან განხორციელებამდე”.
მოწვეული სპიკერი: თორნიკე ეგიაზაროვი – ფინანსისტი, საგადასახადო და ბიზნესის განვითარების ექსპერტი, ლექტორი, მენტორი, Rovi-ისა და Rovi Academy-ის დამფუძნებელი.
მას აქვს სხვადასხვა, საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიაში, ასევე, მსხვილ ჰოლდინგურ კომპანიებში მუშაობის 10 წელზე მეტი გამოცდილება.
შეხვედრაზე განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა კადრების გადამზადება, გუნდის განვითარება და ხელმძღვანელობა, პროექტების მართვა და სხვ.
ღონისძიება ჩატარდება: 18 მარტს, 13:00 საათზე.
მისამართი: სამღერეთის ქ. N5; აუდიტორია: 113