GIU-ს სინოლოგიის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის უპირატესობები - GIU
ექსკლუზიური შესაძლებლობა აბიტურიენტებისთვის – სინოლოგიის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა GIU-ში!

ჯიუ გთავაზობთ საქართველოში უნიკალურ სინოლოგიის ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამას, რომელიც სტუდენტებს აძლევს შანსს დაეუფლონ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროფესიას.

სინოლოგიის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან ჩინურ ენას, გაეცნობიან ჩინეთის ისტორიას, ეკონომიკას, პოლიტიკას, კულტურას, ხელოვნებას და მიიღებენ ფართო ცოდნას, როგორც ჩინეთის, ასევე შორეული აღმოსავლეთის რეგიონის შესახებ.

გაინტერესებთ რატომ უნდა აირჩიო GIU-ს სინოლოგიის პროგრამა?
🔻უნიკალური ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა საქართველოსა და მთელ ამიერკავკასიაში, რომელიც სტუდენტებს საერთაშორისო აკადემიურ გარემოში სწავლის შესაძლებლობას აძლევს;
🔻პროფესიონალი პრაქტიკოსი ლექტორები – როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო სპეციალისტები, რომლებიც თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკულ გამოცდილებას გაგიზიარებენ;
🔻ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტული და მაღალანაზღაურებადი პროფესია, რომელიც უკავშირდება გლობალურ ეკონომიკასა და საერთაშორისო თანამშრომლობას;
🔻საერთაშორისო გამოცდილება და გაცვლითი პროგრამები – სტუდენტები შეძლებენ ჩაერთონ სასწავლო აქტივობებში ევროპისა და აზიის 40-მდე პარტნიორ უნივერსიტეტში, მათ შორის: ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, მალაიზიაში, გერმანიაში, სლოვაკეთსა და უნგრეთში;
🔻სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობები ჯიუ-ს პარტნიორ ორგანიზაციებში, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს მასშტაბით;
🔻კარიერული პერსპექტივები მრავალ სფეროში – სახელმწიფო და კერძო სტრუქტურები, საერთაშორისო ორგანიზაციები, დიპლომატიური წარმომადგენლობები, ტურიზმის ინდუსტრია, თარჯიმანთა ბიუროები, საინფორმაციო სააგენტოები, კვლევითი და საგანმანათლებლო ცენტრები და ა.შ.

თუ გსურს საერთაშორისო კარიერა და უნიკალური ცოდნა, GIU-ს სინოლოგიის პროგრამა სწორედ ის შესაძლებლობაა, რომელიც ახალ პროფესიულ გზას გაგიხსნის.

✔️დარეგისტრირდი და მიიღე დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ: https://forms.gle/sQozbHuzAVwqYSLv9

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი საგნები:
▪️ქართული ენა და ლიტერატურა;
▪️ინგლისური ენა (არანაკლებ 60 ქულის მიღების შემთხვევაში);
▪️მათემატიკა ან ისტორია.

#სინოლოგია #საბაკალავროპროგრამა #აბიტურიენტებისთვის#უნივერსიტეტი #აირჩიე143