ინსპირაციული საჯარო შეხვედრა ჯიუ-ში: „ხარისხის დიალოგი“ - GIU
GIU-ს ხარისხის სამსახურის აქტივობების ფარგლებში 1 აპრილს, 15:00 საათზე გაიმართება ღონისძიება – „ხარისხის დიალოგი“

„ხარისხის დიალოგი“ წარმოადგენს ინსპირაციულ საჯარო შეხვედრას, სადაც ლექტორები, სტუდენტები და კურსდამთავრებულები ერთმანეთს გაუზიარებენ უნივერსიტეტის ხარისხთან დაკავშირებულ გამოცდილებას, იდეებსა და ხედვებს.

ღონისძიება მიზნად ისახავს უნივერსიტეტში ხარისხის კულტურის განვითარებასა და ღია დიალოგის ჩამოყალიბებას.

დიალოგის ფარგლებში ლექტორები განიხილავენ მნიშვნელოვან საკითხებს:

  • როგორ ცვლის სტუდენტის უკუკავშირი სწავლების ხარისხს;
  • ინოვაცია აუდიტორიაში – ერთი მეთოდი, რომელმაც სწავლება შეცვალა.

სტუდენტები წარმოადგენენ საკუთარ ხედვას:

  • რა განსაზღვრავს ხარისხიან განათლებას სტუდენტის პერსპექტივიდან;
  • უნივერსიტეტი სტუდენტის თვალით: რა ქმნის რეალურ ხარისხს?

კურსდამთავრებული ისაუბრებს:

  • როგორ აისახა უნივერსიტეტში მიღებული გამოცდილება მის პროფესიულ გზაზე.

 

მომხსენებლები:

  • პროფესორი იოსებ ხუციშვილი
  • ასისტენტი მარიამ ბოჭორიშვილი
  • ასოცირებული პროფესორი დავით ჟუჟნიაშვილი

ღონისძიების დასასრულს აუდიტორიას ექნება შესაძლებლობა, დასვას კითხვები, გააზიაროს საკუთარი მოსაზრებები და შემოგვთავაზოს ახალი იდეები.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 31 მარტის 18:00 საათამდე გაიაროთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე: https://docs.google.com/…/15NVenWyHBb1Kn…/edit

ღონისძიების დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ორენოვანი სერტიფიკატები.