თარიღი: 4-5 ივნისი, 2026
ფორმატი: ჰიბრიდული (GIU კამპუსი და Zoom)
სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური
მისამართი: საქართველო, 0101 თბილისი, სამღერეთის ქ. N5
კონფერენცია აერთიანებს მეცნიერებს, მკვლევრებსა და სტუდენტებს ინტერდისციპლინური დიალოგისთვის ისეთ სფეროებში, როგორიცაა: სამართალი, პოლიტიკა, ბიზნესი, ტექნოლოგიები, ტურიზმი და ფსიქოლოგია.
კონფერენციის პანელები და თემატიკა:
I პანელი – სამართალი, პოლიტიკა და სოციალური მეცნიერებები
სექცია I:
- სამართალი და AI
- პოლიტიკა და გლობალური მმართველობა
სექცია II:
- სოციალური მეცნიერებები
- ფსიქოლოგია
- ხელოვნური ინტელექტი და ეთიკა
II პანელი – ბიზნესი, მენეჯმენტი, ტექნოლოგიები და ტურიზმი
სექცია III:
- ბიზნესი და ეკონომიკა
- მენეჯმენტი და ლიდერობა
სექცია IV:
- ტურიზმი
- ტექნოლოგიები და ინოვაციები
მნიშვნელოვანი თარიღები:
- 24 აპრილი — რეგისტრაციისა და აბსტრაქტების მიღების ბოლო ვადა
- 5 მაისი — შეტყობინება შერჩევის შესახებ
- 15 მაისი — სრული ნაშრომის გამოგზავნის ბოლო ვადა
- 20 მაისი — კონფერენციის დეტალური პროგრამის გამოქვეყნება
როგორ მივიღოთ მონაწილეობა?
- გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე
- გამოიყენეთ აბსტრაქტის შაბლონი: იხილეთ ფაილი
- სრული ნაშრომისთვის გამოიყენეთ: შაბლონი
კონფერენციისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად research@giu.edu.ge -ზე.
დამატებითი ინფორმაცია:
- ყველა მონაწილეს გადაეცემა ორენოვანი სერტიფიკატი.
- კონფერენციაში მონაწილეთა ნაშრომების კრებული დაიბეჭდება საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს ინტერდისციპლინურ სამეცნიერო ჟურნალში
- კონფერენციის პროგრამა და თეზისები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე: https://giu.edu.ge/scientific-news/
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ-ს კვლევების ხელშეწყობის ცენტრს: ელ. ფოსტა: research@giu.edu.ge ტელ: +995 551 27 77 35