ინსპირაციული საჯარო შეხვედრა GIU-ში: „ხარისხის დიალოგი“ - GIU
GIU-ს ხარისხის ციკლის ფარგლებში 2026 წლის 1 აპრილს გაიმართა ღონისძიება – „ხარისხის დიალოგი“, რომელმაც ერთ სივრცეში გააერთიანა ლექტორები, სტუდენტები და კურსდამთავრებულები.

ღონისძიება წარმოადგენდა ინსპირაციულ საჯარო შეხვედრას, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს უნივერსიტეტში სწავლებისა და ხარისხის განვითარებასთან დაკავშირებული გამოცდილება, იდეები და ხედვები. დიალოგის მთავარი მიზანი იყო ხარისხის კულტურის გაძლიერება და უნივერსიტეტში ღია, ინკლუზიური კომუნიკაციის ხელშეწყობა.

შეხვედრის ფარგლებში ლექტორებმა ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა სტუდენტური უკუკავშირის გავლენა სწავლების ხარისხზე და ინოვაციური მეთოდების დანერგვა სასწავლო პროცესში.

სტუდენტებმა წარმოადგინეს საკუთარი ხედვა ხარისხიანი განათლების შესახებ და იმსჯელეს, თუ რა განსაზღვრავს რეალურ ხარისხს სტუდენტის პერსპექტივიდან.

ასევე, კურსდამთავრებულმა გააზიარა გამოცდილება იმის შესახებ, თუ როგორ აისახა უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა და უნარები მის პროფესიულ განვითარებაზე.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლები, აგრეთვე სტუდენტები. მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა დაესვათ კითხვები, გამოეხატათ საკუთარი მოსაზრებები და წარედგინათ ინიციატივები/იდეები.

აღნიშნული ღონისძიება დაგეგმილი და ორგანიზებული იყო GIU-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ, რომელიც აქტიურად აგრძელებს ინიციატივების განხორციელებას უნივერსიტეტში ხარისხის კულტურის განვითარებისა და უწყვეტი გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით.

ღონისძიების დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ ორენოვანი სერტიფიკატები.

GIU-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი ფორმატის ინიციატივების განხორციელებას, რაც ხელს შეუწყობს ხარისხის კულტურის განვითარებას, აკადემიური საზოგადოების აქტიურ ჩართულობასა და უნივერსიტეტში სწავლებისა და ინსტიტუციური განვითარების პროცესების უწყვეტ გაუმჯობესებას.