გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 7 აპრილიდან GIU-ს კამპუსში ტაეკვონდოს კლასი განაახლებს ფუნქციონირებას.
გაკვეთილებს გაუძღვება ტაეკვონდოს მსოფლიო შტაბ-ბინის ,,კუკივონის” ინსტრუქტორი და საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი.
მეცადინეობა ჩატარდება ყოველ სამშაბათს, 15:00 საათზე.
GIU-ს სტუდენტებს შეუძლიათ მოიწვიონ მეგობრები, ოჯახის წევრები და ერთად მიიღონ მონაწილეობა ამ საინტერესო გამოცდილებაში.
მონაწილეობის საფასური:
ერთჯერადად მხოლოდ 100 ლარი (მხოლოდ ერთხელ იხდით 100 ლარს და შემდგომ სრულიად უფასოდ დადიხართ ვარჯიშებზე). ფასში შედის ოფიციალური ტაეკვონდოს ფორმა და თეთრი ქამარი.
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ოფიციალური სერტიფიკატი.