3 აპრილს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „სახალხო დამცველის როლი ადამიანის უფლებების დაცვაში“.
ლექციის ფარგლებში სტუდენტებმა მიიღეს მნიშვნელოვანი ცოდნა იმის შესახებ, თუ რა როლს ასრულებს საქართველოს სახალხო დამცველი მოქალაქეთა უფლებების დაცვის პროცესში და რატომ არის ეს ინსტიტუტი დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი საყრდენი.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო:
- სტუდენტთა უფლებებს;
- თანასწორ გარემოს;
- სამართლიანობის მნიშვნელობას ყოველდღიურ ცხოვრებაში.
მოწვეული სპიკერი იყო საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარტამენტის თანამშრომელი – გიორგი კვირიკაშვილი. სტუმარმა სტუდენტებს გაუზიარა პრაქტიკული რჩევები და მოუწოდა: ,,იყავით აქტიურები, იცოდეთ თქვენი უფლებები და არ შეგეშინდეთ მისი დაცვის”.
შეხვედრის ინიციატორი და ორგანიზატორი იყო GIU-ს სამართლის სკოლის სტუდენტური თვითმმართველობა და სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობისა და კარიერული მხარდაჭერის სამსახური.