ჯიუ-ს მობილობის პროგრამა სიასის საერთაშორისო უნივერსიტეტში - GIU
უნიკალური შესაძლებლობა საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს სტუდენტებისათვის!
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ აცხადებს კონკურსს საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტების საერთაშორისო მობილობის პროგრამისთვის სიასის საერთაშორისო უნივერსიტეტში (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა) ჩინური ენის 1-წლიან პროგრამაზე სასწავლებლად.
აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის შემთხვევაში სტუდენტები თავისუფლები იქნებიან სიასის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლის გადასახადისაგან.
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

 

I ეტაპი:  საბუთების მიღება (მიმდინარეობს 22 აპრილიდან 8 მაისის ჩათვლით);

II ეტაპი:  გასაუბრება ან/და ტესტირება ინგლისურ ენაში  (12 მაისი; გადასალახი ბარიერი არის 15 ქულა მაქსიმალური 30 ქულიდან);

III ეტაპი:  პრეზენტაციის ჩატარება (14 მაისი; გადასალახი ბარიერი არის 8 ქულა მაქსიმალური 15 ქულიდან)

 

პროგრამის დეტალების, კონკურსის ეტაპებისა და პროცედურების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსს.

გრიგოლ კალანდაძე

მობ:  599 15 05 02
ელ. ფოსტა: grigol.kalandadze@giu.edu.ge