საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის II კურსის სტუდენტმა ლედი ახალაიამ ესეების კონკურსში მიიღო მონაწილეობა.
კონკურსი ,,სტუდფესტი 2026”-ის ფარგლებში ტარდება და საქართველოში მოქმედი ოცამდე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები იღებენ მონაწილეობას.
კონკურსის მონაწილეებს ესსეს დასაწერად ორი საათი ჰქონდათ დათმობილი, რაც მათთვის საინტერესო და ამავე დროს ერთგვარი გამოწვევა აღმოჩნდა.
ესსეების კონკურსის შედეგები კვირის ბოლოს გახდება ცნობილი.
GIU ულოცავს კონკურსის ყველა მონაწილეს ,,სტუდფესტი 2026”-ის დაწყებას და წარმატებას უსურვებს ლედი ახალაიას!