საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-სა და ,,ტუროპერატორ კომპას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა - GIU
28 მაისს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-სა და ,,ტუროპერატორ კომპას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობის განვითარებას სტუდენტთა პრაქტიკული უნარების გაძლიერების, პროფესიული განვითარების, სტაჟირების, პრაქტიკისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით.

თანამშრომლობის ფარგლებში ტურიზმის პროგრამის სტუდენტებისთვის ჩატარდა მასტერკლასი ,,ტუროპერატორის საიდუმლოებები“.

მასტერკლასზე სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა:

  • ტურისტული პაკეტის შექმნა:
  • რას გულისხმობს ტურისტული პროდუქტის შექმნის მეთოდები;
  • როგორია მომხმარებელთან ურთიერთბის სტრატეგია;
  • როგორ მუშაობს გაყიდვები და რა განსაზღვრავს ტურისტული ბიზნესის წარმატებას.

 

მასტერკლასს უძღვებოდა ელენე კიკნაძე – ,,ტუროპერატორ კომპას“ დირექტორი.

მასტერკლასი საინტერესოდ და ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა.