ტრენინგი აერთიანებდა სამედიცინო განათლების თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკებს, ინოვაციურ სწავლების მეთოდებსა და შეფასების სისტემების ეფექტიან მიდგომებს. პროგრამა მიზნად ისახავდა აკადემიური, მოწვეული და ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, თანამედროვე სამედიცინო განათლების სტანდარტებთან შესაბამისობის გაძლიერებასა და სწავლების ხარისხის ახალ ეტაპზე გადაყვანას.
ტრენინგი ჩაატარა ეკა ეკალაძემ, რომელიც გახლავთ სამედიცინო განათლების სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტი, მედიცინის დარგობრივი საბჭოს წევრი და მედიცინის დარგობრივი დოკუმენტის ერთ-ერთი ავტორი, სამედიცინო განათლების ასოციაციის ხელმძღვანელი.
პროგრამა ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკებ., მათ შორის, WFME-ისა და AMEE-ის რეკომენდაციებს და სრულად ითვალისწინებს საქართველოს დარგობრივი მახასიათებლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა იმუშავეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა:
- შედეგზე ორიენტირებული და კომპეტენციებზე დაფუძნებული მიდგომების გამოყენებას;
- სწავლების დაგეგმვისას ,,კონსტრუქციული თანხვედრის“ გამოყენებას;
- აქტიური სწავლების მეთოდების გამოყენებას;
- კლინიკური სწავლების ეფექტურად წარმართვას;
- ეფექტური უკუკავშირის მიწოდებას;
- პროფესიონალიზმისა და კომუნიკაციის სწავლებისა და შეფასების უზრუნველყოფას;
- თანამედროვე შეფასების ინსტრუმენტების გამოყენებას;
- შეფასების რუბრიკებისა და ე.წ. ჩეკლისტების შექმნას;
- OSCE სადგურების შექმნას;
- შეფასების სანდოობისა და ვალიდობის უზრუნველყოფას.
ინტერაქტიული სესიები, პრაქტიკული ვორქშოფები და ჯგუფური სამუშაო ფორმატი მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევდა, თეორიული ცოდნა რეალურ აკადემიურ და კლინიკურ პრაქტიკასთან დაეკავშირებინათ.
ტრენინგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია უნივერსიტეტში თანამედროვე, ხარისხზე ორიენტირებული და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი სამედიცინო განათლების განვითარების მიმართულებით. მსგავსი ინიციატივები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს მისწრაფებას, შექმნას ინოვაციური საგანმანათლებლო გარემო და ხელი შეუწყოს აკადემიური პერსონალის უწყვეტ პროფესიულ განვითარებას.