30 მაისს, მთაწმინდის პარკში, „ლინგოსთარის“ მიერ ორგანიზებული წლის მთავარი საგანმანათლებლო ღონისძიება და ინგლისური ენის ოლიმპიადის გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ ღონისძიების ერთ-ერთი მხარდამჭერი იყო. უნივერსიტეტმა ოლიმპიადის გამარჯვებულებსა და ნომინანტებს ბრენდირებული სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
ღონისძიების ფარგლებში ჯიუს სტენდთან მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ჩართულიყვნენ ჩინური ენის იეროგლიფების მასტერკლასში, მოერგოთ ტრადიციული ჩინური სამოსი და ახლოდან გაცნობოდნენ ჩინურ კულტურას.
განსაკუთრებული განწყობა შექმნა ჯიუ-ს პანდამ, რომელმაც პატარა სტუმრებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და მათთან ერთად უამრავი სასიამოვნო ემოცია გააზიარა.
ინტერაქტიული აქტივობებით, პოზიტიური ენერგიითა და შემეცნებითი გამოცდილებით სავსე დღე კიდევ ერთხელ გახდა ბავშვებისა და ახალგაზრდების განვითარების, განათლებისა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის სივრცე.