GIU-ს სტუდენტები, გასვლითი ლექციის ფარგლებში, ძეგვის ბავშვთა სახლს სტუმრობდნენ - GIU
3 ივნისს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები, ჯიუ-ს ლექტორის, პროფესორ ნანა გოგიჩაშვილის ინიციატივითა და უნივერსიტეტის მხარდაჭერით, ძეგვის ბავშვთა სახლს ესტუმრნენ.

ვიზიტის ფარგლებში სტუდენტებმა ბავშვებს სურსათი, ტკბილეული და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-სა და ძეგვის ბავშვთა სახლს მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს.

ეს არ იყო უბრალოდ ვიზიტი, ეს იყო გამოცდილება, სადაც საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის სპეციალობის მესამე კურსელი სტუდენტები „პიროვნების ფსიქოლოგიის“ კურსის ფარგლებში გაერთიანდნენ ზრუნვის, სიყვარულის, ადამიანურობის და სიკეთის უანგაროდ კეთების მიზნით!

ეს დღე მათთვის არ იყო მხოლოდ „გასვლითი ლექცია“ ან მორიგი „აქტივობა“, ეს იყო ის დღე, რომელიც პროფესიულ და პიროვნულ გზაზე ძალიან დიდხანს გაჰყვებათ.

მადლობა სტუდენტებს – ინიციატივისთვის, ენერგიისთვის, მონდომებისთვის, პასუხისმგებლობისთვის და იმ სიყვარულისთვის, რომლითაც ეს დღე დაგეგმეს და განახორციელეს.

განსაკუთრებული მადლობა თავშესაფრის დირექტორს, ქ. ნანა გოგოჭურს იმ სიყვარულის, ზრუნვის და ნამდვილი თავდადებისთვის, რომელსაც ყოველდღიურად ჩუქნის ბავშვებს.

თავშესაფრიდან წამოსვლის შემდეგ სტუდენტები ეწვივნენ მცხეთის ეკლესია-მონასტრებს.

უნივერსიტეტი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მსგავსი სოციალური ინიციატივების მხარდაჭერასა და ადამიანების კეთილდღეობაზე ზრუნვას.