საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ გიწვევთ ანაზღაურებად სტაჟირებაზე რექტორის ასისტენტი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო დრო ორშაბათი-პარასკევი 10.00 დან 18.00 სთ-მდე
ანაზღაურება 800 (რვაასი) ლარი ხელზე ასაღები
ფუნქცია-მოვალეობები:
- რექტორის სამუშაო კალენდრის ორგანიზება, შეხვედრების დაგეგმვა და პრიორიტეტების განსაზღვრა;
- შემოსული და გასული ოფიციალური წერილების, ელექტრონული ფოსტისა და სატელეფონო კომუნიკაციის მართვა კომპეტენციის ფარგლებში;
- რექტორის მითითებით დოკუმენტაციების მომზადება, აღრიცხვა და არქივირება;
- რექტორის სტუმრებისა და ოფიციალური დელეგაციების მიღება და მასპინძლობა;
- შეხვედრების, ვიზიტებისა და ოფიციალური ღონისძიებების ორგანიზაციული მხარდაჭერა;
- სასტუმროების, ავიაბილეთებისა და საქმიანი ვიზიტების დაგეგმვა/დაჯავშნა;
- რექტორის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტის სტატუსი;
- ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე (სავალდებულო); ჩინური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- MS Office პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) ცოდნა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა.
აუცილებელი უნარები:
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- მრავალდავალებიან გარემოში მუშაობის უნარი;
- პრობლემების იდენტიფიცირებისა და ანალიზის უნარი;
- მოქნილობა და ცვლილებებთან ადაპტაციის უნარი;
- კონფიდენციალურობის დაცვისა და პროფესიული ეთიკის დაცვა.
დაინტერესებულმა აპლიკანტმა გამოაგზავნეთ .რეზიუმე / CV hr@giu.edu.ge
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება,
წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.