ისარგებლე შეღავათით პირველ სასწავლო წელს და ისწავლე:
ქართულენოვან სამაგისტრო პროგრამებზე:
- სოციალური ფსიქოლოგია – 2250 ლარად;
- ბიზნესის ადმინისტრირება – 2250 ლარად;
- მასობრივი კომუნიკაცია – 2000 ლარად.
ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე:
- ბიზნესის ადმინისტრირება – 3550 ლარად.
ნებისმიერი უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებული (GPA 3-ზე მეტი) ისარგებლებს შიდა გრანტით და პირველ სასწავლო წელს მიიღებს 30% შიდა გრანტს.
დარეგისტრირდი წინასწარ და მიიღე ინფორმაცია ჯიუ-ს წარმომადგენლისგან: https://forms.gle/dsQ92u1qKV6gG4589
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2026 წლის 24 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით.
მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- განცხადება რექტორის სახელზე (განცხადების ნიმუში);
- ფერადი ფოტოსურათი (3×4) ამობეჭდილი (4 ცალი) და ელექტრონული ვერსია (JPEG ფორმატში);
- ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დედანი ან მათი ნოტარიალურად დამოწმებული ასლი. მაგისტრანტობის კანდიდატმა, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის მომენტისათვის არ გააჩნია კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი, შესაძლოა წარმოადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების (ოქმის) ნომერი და თარიღი, იმ პირობით, რომ ჩარიცხვიდან ერთი სემესტრის დასრულებამდე წარმოადგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – დიპლომს;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი დედანთან ერთად;
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ვაჟებმა წვევამდელის სამხედრო აღრიცხვის მოწმობა ან სამხედრო ბილეთი და მისი ასლი;
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- საერთო სამაგისტო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან სამ ნაწილში, მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გამოცდების გრაფიკი:
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა: მასობრივი კომუნიკაცია – 08.09.2026 წ.
- სპეციალობაში გამოცდა – 12:00 საათი
- ინგლისური ენის გამოცდა – 14:30 საათი
სამაგისტროსაგანმანათლებლოპროგრამა: სოციალური ფსიქოლოგია 08.09.2026 წ.
- სპეციალობაში გამოცდა – 12:00 საათი
- ინგლისური ენის გამოცდა – 14:30 საათი
სამაგისტროსაგანმანათლებლოპროგრამა: ბიზნესის ადმინისტრირება 08.09.2026 წ.
- სპეციალობაში გამოცდა – 12:00 საათი
- ინგლისური ენის გამოცდა – 14:30 საათი
სამაგისტროსაგანმანათლებლოპროგრამა: ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი) 08.09.2026 წ.
- სპეციალობაში გამოცდა – 12:00 საათი
- ინგლისური ენის გამოცდა – 14:30 საათი
დოკუმენტების მიღება იწარმოებს უნივერსიტეტის კანცელარიაში (მის: ქ. თბილისი, სამღერეთის ქუჩა N5). დოკუმენტების მიღება ასევე განხორციელდება უნივერსიტეტის ოფიციალური ელექტრონული ფოსტის (info@giu.edu.ge) მეშვეობით.
სპეციალობისა და ინგლისური ენის გამოცდის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 09 სექტემბერისა.
საპრეტენზიო განაცხადების მიღება: 2026 წლის 10-11 სექტემბერი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 596 68 66 88