სტუდენტებს ლექცია ,,ოპერაციების მართვის“, ,,პროექტების მართვისა“ და ,,ხარისხის მენეჯმენტის“ სასწავლო კურსების ფარგლებში ჩაუტარდათ.
გასვლითი ლექციის ფორმატში სტუდენტებმა დაათვალიერეს ბექ ოფისი, გაეცვნენ ბექ ოფისში მიმდინარე სამუშაო პროცესებს(ტენდერები, შეკვეთები, ფასდადება, მომწოდებლები, საოპერაციო მხარე, გაყიდვები), კომპანიის შესრულების ძირითად ინდიკატორებს(KPI), როგორ მუშაობს რეპორტინგის სისტემა, როგორ ხდება ანალიტიკა და დაგეგმარება(ადამიანური კაპიტალი, კოეფიციენტები, სამუშაო კაპიტალი, ბაზრის წილი).
დასასრულს გაიმართა საინტერესო დისკუსია განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე.
სტუდენტებმა მიიღეს ამომწურავი პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.
კომპანია ,,თეგეტა მოტორსში’’ სტუდენტების ლექციას უძღვებოდა თეგეტა ავტო იმპორტის დირექტორი კოკა ფაცაცია.