საინფორმაციო შეხვედრა ჯიუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან - GIU

2024 წლის 9 დეკემბერს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს რექტორმა ელი ელისაშვილმა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

ქალბატონმა ელიმ დამსწრე საზოგადოებას გააცნო უნივერსიტეტის მოდიფიცირებული მისია, ხედვა და ღირებულებები, ასევე შვიდწლიანი სტრატეგიული და სამწლიანი სამოქმედო გეგმა.

რექტორმა ისაუბრა უნივერსიტეტის ახალი მისიის, ხედვისა და ღირებულებების მოდიფიცირების აუცილებლობის თაობაზე.

დღეისათვის უნივერსიტეტის ახალ მისიაში გათვალისწინებულია უმაღლესი განათლების ძირითადი მიზნები, უნივერსიტეტის როლი და ადგილი უმაღლესი განათლების სივრცესა და საზოგადოებაში როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

მისიის ჩამოყალიბების პარალელურად მოდიფიცირება განიცადა ჯიუ-ს ხედვამ და ღირებულებებმაც.

უნივერსიტეტის ახალი ხედვა და ღირებულებები სრულ თანხვედრაშია უმაღლესი სასწავლებლის  მიერ დაგეგმილ სამომავლოდ განსახორციელებელ საქმიანობასთან.

უახლოეს მომავალში უნივერსიტეტს გადაწყვეტილი აქვს, იყოს ისეთი უმაღლესი სასწავლებელი, რომელსაც ექნება თანამედროვე საგანმანათლებლო გარემო, დაკომპლექტდება ადგილობრივი და უცხოელი კვალიფიციური აკადემიური პერსონალით, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელი იქნება სტუდენტების ინდივიდუალური პოტენციალის განვითარება, კურსდამთავრებულები კი შეძლებენ ღირსეული კონკურენცია გაუწიონ ადგილობრივ თუ საერთაშორისო შრომის ბაზარზე ვაკანტური ადგილების მაძიებელ თავიანთ თანატოლებს.

მოდიფიცირებული მისია, ხედვა და ღირებულებები დამტკიცებულია  უნივერსიტეტის მმართველი საბჭოს მიერ 2024 წლის 25 ნოემბერს. შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა.