აკადემიური კეთილსინდისიერება

პლაგიატის პრევენციის, აღმოჩენისა და მასზე რეაგირების წესი

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ აქტიურად უწყობს ხელს აკადემიური კეთილსინდისიერებისთვის საჭირო აქტივობებსა და ღონისძიებებს. აკადემიურ კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით უნივერსიტეტში სისტემატიურად ტარდება საინფორმაციო ღონისძიებები, კონკურსები და ის მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რომელიც ხელს უწყობს პლაგიატის პრევენციის, აღმოჩენის და ცნობადობის ამაღლების კუთხით. გარდა ამისა, უსდ-ს მიერ გადაღებულია საინფორმაციო რგოლი, რომელიც უკავშირდება აკადემიურ კეთილსინდისიერებას. ასევე, წარმოგიდგენთ დოკუმენტს, პლაგიატის პრევენციის, აღმოჩენისა და მასზე რეაგირების წესის შესახებ.

წინამდებარე დოკუმენტი არეგულირებს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ში (ყოფილი სახელწოდება: გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი) (შემდგომში „უნივერსიტეტი“) პლაგიატის აღმოჩენის, მისი თავიდან აცილების, პლაგიატის ფაქტებზე რეაგირების საშუალებებსა და პროცედურას;

წინამდებარე დოკუმენტით გათვალისიწინებული ნორმების მოქმედება ვრცელდება უნივერსიტეტის აკადემიურ/მოწვეულ პერსონალსა და უნივერსიტეტის სტუდენტებზე.