ვეკუა მარინე

ვეკუა მარინე

უმაღლესი ჟურნალისტური განათლება და აკადემიური ხარისხი მარინე ვეკუას მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1988 -2009 წლებში მარინე ვეკუა ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, სადაც, პარალელურად, სხვადასხვა დროს ეკავა ადმინისტრაციული თანამდებობები, მათ შორის – ფაკულტეტის დეკანი. 2008-2009 წლებში მარინე ვეკუა იყო საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი; 2009 წლიდან აგრძელებს აკადემიურ საქმიანობას რამდენიმე უმალეს სასწავლებელში: საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში და ალტე უნივერსიტეტში; არის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მედიაექსპერტთა კორპუსის წევრი. მარინე ვეკუას ავტორობით გამოიცა რამდენიმე მონოგრაფია, მრავალი სტატია. მარინე ვეკუა არის არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო პროფესიული ორგანიზაციის წევრი (საქართველოს ჟურბალისტთა შემოქმედებითი კავშირი; Institute d’Etudes Europeennes et Internationales de Reims, France IEEI). 2019 წელს მან დააფუძნა რამაზ ლომინაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდი.

  • კონფერენციები & ტრენინგები

    ჟურნალისტური ეთიკა: პროფესიული თუ პერსონალური დილემა
    2023, მედიაწიგნიერება , (EMI), მომხსენებელი

    ქრისტიან ამანპური: გაცილებით მეტი, ვიდრე რეპორტიორი
    2023, თსუ, საქართველო, მომხსენებელი

    რუპერტ მერდოკი: ამერიკული ჟურნალიზმის ლეგენდა
    2022, თსუ, საქართველო, მომხსენებელი

    ჯოზეფ პულიცერის ფენომენი ამერიკულ ჟურნალისტიკაში
    2021, თსუ, საქართველო, მომხსენებელი

    მედია განათლების პროგრამა
    2022, აშშ სახ. დეპარტამენტი, ჩიკაგო; მონაწილე

    ტრეინინგი, “დიგიტალური ინფორმაცია”
    2022, ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი,
    თბილისი, საქართველო; მონაწილე

    როგორ მოვამზადოთ საგანმანათლებლო პროგრამები აკრედიტაციისთვის
    ინოვაციური განათლების ცენტრი (IEC),
    2022, თბილისი, საქართველო, სსმ (საქართველო) და კონსტრუქციული ჟურნალიზმის ინსტიტუტი (დანია); მონაწილე

    2020 – საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო – სერგეი მესხის პრემია.