AI-ს გამოყენებით“ ჯიუ-ს 2026 წლის მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი საგრანტო კონკურსის გამარჯვებული - GIU
„სტუდენტთა ფსიქიკური ჯანმრთელობის რისკების ადრეული იდენტიფიკაცია და მხარდაჭერა AI-ს გამოყენებით“ ჯიუ-ს 2026 წლის მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია!
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტმა ჯიუ მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი საგრანტო კონკურსის ფარგლებში გამოავლინდა გამარჯვებული პროექტი „სტუდენტთა ფსიქიკური ჯანმრთელობის რისკების ადრეული იდენტიფიკაცია და მხარდაჭერა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით“.
პროექტის მთავარი მიზანია უნივერსიტეტის სტუდენტებში ფსიქიკური ჯანმრთელობის რისკების დროული გამოვლენა და მხარდაჭერა, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით.
მოსალოდნელი შედეგები:
უნივერსიტეტის ვებ-პლატფორმაზე შეიქმნება AI-ზე დაფუძნებული სისტემა, რომელიც სტუდენტებს საშუალებას მისცემს ანონიმურად შეავსონ ფსიქოლოგიური კითხვარი და მიიღონ პერსონალიზებული უკუკავშირი.
კვლევა გაამდიდრებს ცოდნას ფსიქოლოგიური მაჩვენებლებისა და ხელოვნური ინტელექტის მოდელების ინტეგრაციის შესახებ, განსაკუთრებით პრევენციისა და ადრეული იდენტიფიკაციის კონტექსტში.
მიღებული მონაცემები გამოყენებული იქნება უნივერსიტეტში არსებული მხარდაჭერის სერვისების დაგეგმვასა და გაუმჯობესებაში, რაც უზრუნველყოფს რესურსების უფრო ეფექტიან განაწილებას.
პროექტი შექმნის საფუძველს ფსიქოგანათლებითი შეხვედრებისა და პროგრამების ორგანიზებისთვის, რომლებიც დაეხმარება სტუდენტებს სტრესის მართვაში და ფსიქიკური კეთილდღეობის გაძლიერებაში.
პროექტის ძირითადი მიგნებები გამოქვეყნდება საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, ასევე წარდგენილი იქნება სამეცნიერო კონფერენციაზე. პარალელურად, მიღებული მონაცემები და რეკომენდაციები ინტეგრირდება უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და მხარდამჭერ პრაქტიკაში.
პროექტს განახორციელებს ჯიუ-ს ფსიქოლოგიის პროგრამის აკადემიური პერსონალი სტუდენტებთან ერთად: პროექტის ხელმძღვანელია ჯიუ-ს ფსიქოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი, აფილირებული, პროფესორი – გიორგი გერგაული, პროექტის თანახელმძღვანელია ჯიუ-ს აფილირებული, ასოცირებული პროფესორი – მარიამ გვილავა, პროექტის კოორდინატორა ასოცირებული პროფესორი – ინა შანავა, IT მხარდაჭერა – დავით დოღვანი, პროექტში, როგორც მკვევარები ჩართულნი არიან სოციალური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის I კურსის სტუდენტები: ლიკა შონია და მარიამ პავლიაშვილი.
აღნიშნული პროექტი წარმოადგენს უნივერსიტეტში ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ინოვაციური მიდგომის პირველ პრეცედენტს და ქმნის საფუძველს სტუდენტთა კეთილდღეობის მდგრადი და სტრუქტურირებული განვითარებისათვის. მისი განხორციელება ხელს უწყობს სტუდენტთა კეთილდღეობის ზრდას, პრევენციული მიდგომების ინსტიტუციურ გაძლიერებას და უნივერსიტეტში ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემური, მონაცემებზე დაფუძნებული მართვის ჩამოყალიბებას.