უნივერსიტეტი ჯიუ აცხადებს კონკურსს აკადემიურ თანამდებობებზე - GIU
შპს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ აცხადებს  კონკურსს შემდეგ აკადემიურ თანამდებობებზე:                 

      

  1. სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო  საგანამანათლებლო პროგრამებზე:

 

ვიწრო სფერო: სამართალი (0421)

დეტალური სფერო: 0421.2.2 სისხლის სამართალი

  • კრიმინოლოგია – ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა 1 (ერთი) ვაკანტური ადგილი (აკადემიური ნიშნით)
  • კრიმინალისტიკა – პროფესორის (აფილირებული) აკადემიური თანამდებობა 1 (ერთი) ვაკანტური ადგლი (აკადემიური ნიშნით)
  • სისხლის სამართლის კერძო ნაწილი – ასოცირებული პროფესორი, აკადემიური თანამდებობდა 1 (ერთი) ვაკანტური ადგილი (აკადემიური ნიშნით)

 

ვიწრო სფერო: სამართალი (0421)

დეტალური სფერო: 0421.2.1 საჯარო სამართალი

  • ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სამართალი – ასოცირებული (აფილირებული) პროფესორის აკადემიური თანამდებობა – 1 (ერთი) ვაკანტური ადგლი (აკადემიური ნიშნით)

 

  1. საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე (ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი);

ვიწრო სფერო: პოლიტიკის მეცნიერებები და მოქალაქეობრიობის საფუძვლები (0312)

დეტალური სფერო: 0312.1.2 საერთაშორისო ურთიერთობები

  • ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის ქვეყნების პოლიტიკა – ასოცირებული პროფესორი  2 (ორი) ვაკანტური ადიგლი (პროფესიული ნიშნით);
  • ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის ქვეყნების პოლიტიკა – ასოცირებული პროფესორი  2 (ორი) ვაკანტური ადგლი (აკადემიური ნიშნით);
  • შედარებით პოლიტიკა – პროფესორი 2 (ორი) ვაკანტური ადგილი (აკადემიური ნიშნით);
  • შედარებით პოლიტიკა – ასოცირებული პროფესორი 2 (ორი) ვაკანტური ადგლი (პროფესიული ნიშნით)

ვიწრო სფერო: სამართალი (0421)

დეტალური სფერო:  0421.1.2 საერთაშორისო სამართალი International Law

  • დიპლომატიური და საკონსულო სამართალი – ასისტენტ პროფესორი 1 (ერთი) ვაკანტური ადგილი (პროფესიული ნიშნით)

 

  1. ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო  პროგრამებზე;

 

ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით  2 ვაკანსია:

ფართო სფერო

04 ბიზნესის ადმინისტრირება და სამართალი;

ვიწრო სფერო

041 ბიზნესი და ადმინისტრირება;

დეტალური სფერო

0413 მენეჯმენტი და ადმინისტრირება;

 

სასწავლო კურსი:  ეფექტური კომუნიკაციის უნარები;

  • პროფესორის – 1 ვაკანსია

    სასწავლო კურსები:  ოპერაციული პროცესების მართვა; წარმოებისა და  ოპერაციების ანალიტიკა

  • პროფესორის – 1 ვაკანსია

 

 

  1. ჟურნალისტიკის მიმართულებით 1 ვაკანსია:

ფართო სფერო

03 სოციალური მეცნიერებები, ჟურნალისტიკა და ინფორმაცია

ვიწრო სფერო

032 ჟურნალისტიკა და ინფორმაცია

დეტალური სფერო

0321 ჟურნალისტიკა და რეპორტიორობა

 

სასწავლო კურსები:  ანალიტიკური ჟურნალისტიკა ; ინტერკულტურული კომუნიკაციები; ინტერვიუს  ტექნიკა

 

  • პროფესორის – 1 ვაკანსია

 

  1. ინფორმატიკის მიმართულებით 1 ვაკანსია:

ფართო სფერო

06 ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები

ვიწრო სფერო

061 ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები

დეტალური სფერო

0611 კომპიუტერის გამოყენება

სასწავლო კურსი: ინფორმაციული ტექნოლოგიები

 

  • პროფესორის – 1 ვაკანსია

 

  1. სონოლოგიის მიმართულებით 2  ვაკანსია:

 

         ფართო სფერო: 02 ხელოვნება, ჰუმანიტარული მეცნიერებები

ვიწრო სფერო:  ენები

დეტალური სფერო;  0231.1.23 სინოლოგია Sinology

  • პროფესორის თანამდებობა (პროფესიული ნიშნით)
  • ასოცირებული პროფესორის თანამდებობა (პროფესიული ნიშნით)

 

  1. აკადემიური ნიშნით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კონკურსანტმა უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი საკონკურსო კრიტერიუმები:

 

 

7.1. პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს:

ა) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;

.ბ) პირი, რომელსაც შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები ან არის მათი თანაავტორი;

გ) პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება;

შენიშვნა:

 

 

7.2. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს:

ა) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;

ბ) პირი, რომელსაც შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები ან არის მათი თანაავტორი;

გ) პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.

 

7.3   ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს:

ა) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;

ბ) პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები ან არის მათი თანაავტორი

გ) პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.

 

7.4.  ასისტენტად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი, რომელსაც აქვს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება

 

 

  1. პროფესიული ნიშნით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კონკურსანტმა უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი საკონკურსო  კრიტერიუმები:

 

 

8.1  პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე (პროფესიული ნიშნით) დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) არანაკლებ მაგისტრის აკადემიური ხარისხი;

ბ) დარგში შესაბამისი პროფესიული გამოცდილება, რაც შესაძლებელია დადასტურდეს შემდეგნაირად:

ბ.ა) არანაკლებ 5 წლის სამუშაო გამოცდილება შესაბამის დარგში (პრაქტიკული მოღვაწეობის შინაარსი შესაძლებელია დაკონკრეტდეს პროგრამის თავისებურებიდან გამომდინარე); ბ.ბ)პუბლიკაცია შესაბამისი მიმართულებით (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში);

ბ.გ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 3 წლის სამუშაო გამოცდილება;

გ) შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება

 

8.2. ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე (პროფესიული ნიშნით) დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) არანაკლებ მაგისტრის აკადემიური ხარისხი;

ბ) დარგში შესაბამისი პროფესიული გამოცდილება, რაც შესაძლებელია დადასტურდეს შემდეგნაირად:

ბ.ა) არანაკლებ 5 წლის სამუშაო გამოცდილება შესაბამის დარგში (პრაქტიკული მოღვაწეობის შინაარსი შესაძლებელია დაკონკრეტდეს პროგრამის თავისებურებიდან გამომდინარე); ბ.ბ)პუბლიკაცია შესაბამისი მიმართულებით (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში);

ბ.გ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 3 წლის სამუშაო გამოცდილება;

გ) შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.

 

8.3 ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობისთვის (პროფესიული ნიშნით) დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) არანაკლებ მაგისტრის აკადემიური ხარისხი;

ბ) დარგში შესაბამისი პროფესიული გამოცდილება, რაც შესაძლებელია დადასტურდეს შემდეგი ნიშნებით:

ბ.ა) არანაკლებ 3 წლის სამუშაო გამოცდილება შესაბამის დარგში (პრაქტიკული მოღვაწეობის შინაარსი შესაძლებელია, დაკონკრეტდეს პროგრამის თავისებურებიდან გამომდინარე);

ბ.ბ) პუბლიკაცია შესაბამისი მიმართულებით (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში) ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 1 წლის სამუშაო გამოცდილება.

 

 

  1. აკადემიური ნიშნით კონკურსანტმა საკონკურსოდ უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი დარგისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით, სასწავლო უნივერსიტეტის მიერ შემუშავებულ  ფორმატში.

ბ) ავტობიოგრაფია (CV) (ელექტრონული ან/და ბეჭდური ფორმით).

გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები (უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი);

ე) პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები;

ვ) საკონკურსო თანამდებობის/დარგის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომები, ან მათი ასლები (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში);

ზ) შესაბამისი სასწავლო კურსების/კომპონენტის სილაბუსები (ელექტრონული ვერსია);

თ) ცნობა ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის    32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის  წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“   საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება).

  1. პროფესიული ნიშნით კონკურსანტმა საკონკურსოდ უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი დარგისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით. სასწავლო უნივერსიტეტის მიერ შემუშავებულ  ფორმატში.

ბ) ავტობიოგრაფია (CV) (ელექტრონული ან/და ბეჭდური ფორმით).

გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები (უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი);

ე) პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები;

ვ) ცნობა ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის    32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის  წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“   საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება).

 

 

  1. კონკურსის ეტაპები

ა) კონკურსის პირველ ეტაპზე ხდება კონკურსანტთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საკონკურსო განაცხადით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას.

ბ) კონკურსის მეორე ეტაპზე ტარდება გასაუბრება, რას შეიძლება მოიცავდეს კონკურსანტის მიერ საჩვენებელი ლექციის ჩატარებას.

 

 12.კონკურსის შედეგების  გასაჩივრების წესი

ა) აკადემიურ კონკურსში მონაწილე კონკურსანტი უფლებამოსილია საკონკურსო კომისიის გადაწვეტილება გაასაჩივროს გადაწყვეტილების ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან სამი სამუშაო დღის ვადაში.

ბ) საჩივრებს განიხილავს რექტორის ბრძანებით შექმნილი სააპელაციო კომისია, დამტკიცებიდან  ხუთი დღის ვადაში.

 

  1. კონკურსის ვადები

 

ა) ღია კონკურსი ცხადდება 2024 წლის  02 აგვისტო   02 სექტემბრის  ჩათვლით.

ბ) საბუთების მიღება იწარმოებს 2024 წლის  03 სექტემბრიდან     12 სექტემბრის  ჩათვლით (ელექტრონულად   hr@giu.edu.ge).

გ) კონკურსის პირველი ეტაპი  საბუთების გადარჩევა  ჩატარდება 2024 წლის    13 სექტემბრიდან 16  სექტემბრის ჩათვლით.

დ) კონკურსის მეორე ეტაპი  საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება  ჩატარდება 2024 წლის  19 სექტემბრიდან 20 სექტემბერის ჩათვლით  (გასაუბრების ზუსტი თარიღი და დრო კანდიდატს ეცნობება კონკურსის პირველი ეტაპის გავლის შემდეგ). კომისიის გადაწყვეტილებით შესაძლოა კანდიდატს ეთხოვოს საცდელი ლექციის ჩატარება.

ე) კონკურს გავლილ მონაწილეთა სია გამოქვეყნდება 2024  წლის    25   სექტემბერს

ვ) სააპელაციო განაცხადები მიიღება 2024 წლის  26 სექტემბერიდან   დან   30  სექტემბრის  ჩათვლით.

ზ) კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 2024 წლის  03  ოქტომბერს.

 

 

დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ მისამართზე: ბრძანება- 54 

 

განცხადების-ფორმა

რეზიუმე