AKMI International-ის დირექტორის, თეოდორ გრასოსის ვიზიტი GIU-ში - GIU

2023 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს საერთაშორისო  უნივერსიტეტ ჯიუ-ს საერთაშორისო ჯგუფის „AKMI International“-ის დირექტორი, ბატონი თეოდორ გრასოსი სტუმრობდა.

„AKMI International“ არის საერთაშორისო ჯგუფი, რომლის წევრიც არის ჯიუ-ს პარტნიორი ორგანიზაცია – მეტროპოლიტენის კოლეჯი (საბერძნეთი).

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი მათიაშვილი; კანცლერი, ასოცირებული პროფესორი ელი ელისაშვილი; კვლევების ხელშეწყობის ცენტრის უფროსი, პროფესორი ზოია ადამია; სამართლის სკოლის დეკანი, პროფესორი თათია დოლიძე და საერთაშორისო ურთერთობების სამსახურის უფროსი, ასისტენტ-პროფესორი გრიგოლ კალანდაძე;  ასევე ვერიკო ხომერიკი, რომლის ორგანიზაციაც „AKMI International“-ის წევრია.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს „Erasmus+“-ის პროექტები „RE-DIRECTION“ და „STEM4HUMANITIES“, რომლებიც ჯიუ-მ მოიგო მეტროპოლიტენის კოლეჯთან და სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, რომლებიც კონსორციუმში არიან ჩართულები.

მხარეებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები.

აღნიშნულ  შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ საგანმანათლებლო, კვლევითი, სამეცნიერო და კულტურული თვალსაზრისით თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

FAQ