BC GIU-ს მორიგი წარმატება სტუდენტურ ლიგაზე! - GIU
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტების მორიგი წარმატება!
2023 წლის დეკემბერში დაიწყო სტუდენტური ლიგა კალათბურთში. სტუდენტური ლიგის გახსნითი მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა. საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში 𝐆𝐈𝐔-ს გუნდმა 𝟐 ოვერტაიმის შემდეგ პირველი გამარჯვება იზეიმა. ჯიუს გუნდი შეხვდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდს.
12 დეკემბერს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუს გუნდს მორიგი შეხვედრა ჰქონდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდთან. დაძაბულ ბრძოლაში ჯიუს გუნდმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა – 65:63. 
განსაკუთრებული მადლობა BC GIU-ს, სტუდენტებს და გულშემატკივრებს დაუვიწყარი ემოციებისთვის!

FAQ