GIU ბლოგი
GIU ბლოგი შეიქმნა სპეციალურად საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუს სტუდენტებისთვის. ეს არის სივრცე, სადაც ჯიუ-ს საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ გამოაქვყენონ საკუთარი მოსაზრებები სხვადასხვა თემებთან, საკითხებთან დაკავშირებით.
სტუდენტური ბლოგების კატეგორია განსაზღვრულია მათთვის, ვისაც სურს მიიღოს გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით და გამოაქვეყნოს საჯაროდ საკუთარი გამოცდილება/მოსაზრებები. სტუდენტური ბლოგების თემატიკა თავისუფალია.
სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ დაწერონ ბლოგი ნებისმიერ შემეცნებით, თუ პირად საკითხებზე, ემოციებზე, მოგზაურობაზე, საზოგადოებაში აქტუალურ თემებზე და ყველაფერ იმაზე, რაც საკუთარ გამოცდილებასა და მოსაზრებებზე იქნება დაფუძნებული.
- ბლოგის სახელწოდება უნდა იყოს მოკლე, ლაკონიური და ინფორმაციული, კავშირში უნდა იყოს ბლოგის შინაარსთან
- მნიშვნელოვანია ბლოგი შეიცავდეს: შესავალ ნაწილს, ძირითად ტექსტს და დასასრულს
- ბლოგის გამოსაქვეყნებლად, მნიშვნელოვანია გამოგვიგზავნოთ შესაბამისი ფოტო(ებ)ი და მოკლე ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ
- ბლოგი არ უნდა შეიცავდეს პოლიტიკურ, რელიგიურ, შეურაცხმყოფელ და სხვა მიკერძოებულ მოსაზრებებს.
- ტექსტში მიუღებელია გამოყენებულ იქნას სიძულვილის ენა, ან დამცინავი მოსაზრებები
- ტექსტში სიტყვების მაქსიმალური რაოდენობა უნდა იყოს 800
- ბლოგის ტექსტი უნდა მოგვაწოდოთ ,,Microsoft Word”-ის ფორმატში
- ბლოგი შესრულებული უნდა იყოს Sylfaen-ს (ქართულენოვან შრიფტში შესრულებული); ფონტით, შრიფტის ზომა – 12
- სტრიქონებს შორის სასურველია დაცული იყოს ინტერვალი: 1.5
გამოქვეყნებამდე ბლოგი გაივლის გარკვეულ კორექტირებას. ბლოგი შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ სასწავლო წლის განმავლობაში თქვენთვის სასურველ დროს ,,Word”-ის ფაილით ელექტრონულ მისამართზე: pr@giu.edu.ge
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს ვებ-გვერდზე GIU ბლოგის გამოქვეყნებამდე დაგიკავშირდებით და გაცნობებთ წინასწარ.

არაფორმალური განათლება – ის, რაც განვითარებს
,,ნაცნობი, თუმცა ასე უცხო”. სწორედ ასეთია არაფორმალური განათლება. ის რაც