ბოლო ზარი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის - GIU

2023 წლის 22 მაისს ზუგდიდის Skate Park-ში, ახლა უკვე ტრადიციად ქცეული, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისთვის ბოლო ზარის აღმნიშვნელი ღონისძიება გაიმართა.

გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტი მონაწილეობდა საუნივერსიტეტო ხეივანში. აბიტურიენტებმა და სკოლის მოსწავლეებმა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისგან მიიღეს ინფორმაცია უნივერსიტეტში მოქმედი საბაკალავრო პროგრამების შესახებ, ასევე ჩაერთვნენ გათამაშებებსა და შემეცნებით აქტივობებში.

გარდა ამისა, დამთვალიერებელს გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის სტენდთან შესაძლებლობა ჰქონდა, მოერგო ჩინური ტრადიციული სამოსი და მიეღო პერსონალური სამახსოვრო ბარათი უნივერსიტეტის ჩინელი პედაგოგისგან.

ღონისძიებას ესწრებოდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი, ბატონი მამუკა წოწერია, რომელსაც გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მადლობის სიგელი და სიმბოლური საჩუქარი გადასცეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

FAQ