საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს პერსონალის “Erasmus+”-ის გაცვლითი პროგრამით ბრატისლავას ეკონომიკისა და მენეჯმენტის უნივერსიტეტში მობილობის კონკურსის შედეგები ცნობილია.
კონკურსის შედეგების საფუძველზე, ჯიუ-ს სამართლის და პოლიტიკის სკოლის დეკანი, პროფესორი თათია დოლიძე ბრატისლავას ეკონომიკისა და მენეჯმენტის უნივერსიტეტში (სლოვაკეთის რესპუბლიკა) გაემგზავრება 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ჯიუ-ს პროფესორი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო პერსონალის კვირეულში.
ღონისძიების ფარგლებში პროფესორი თათია დოლიძე ჩაატარებს ლექციებს და გამართავს შეხვედრებს მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან.