საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს ლექტორი „Erasmus+“-ის მობილობის პროგრამით სლოვაკეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა - GIU
2024 წლის 25-29 ნოემბერს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს ასოცირებული პროფესორი დავით ახვლედიანი „Erasmus+“-ის პერსონალის მობილობის პროგრამით ბრატისლავას ეკონომიკისა და მენეჯმენტის უნივერსიტეტში (სლოვაკეთის რესპუბლიკა) იმყოფებოდა. დავით ახვლედიანმა მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში, სახელწოდებით „ინოვაციური ჰორიზონტები: გლობალური ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება თანამედროვე საუნივერსიტეტო განათლებაში“.

ბატონმა  დავითმა  ჩაატარა ლექციები და მონაწილეობა მიიღო საინტერესო ვორქშოპებსა და აკადემიურ აქტივობებში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აკადემიური სფეროს წარმომადგენლები სხვადასხვა ევროპული სახელმწიფოდან, მათ შორის უკრაინიდან, პორტუგალიიდან, ხორვატიიდან, გერმანიიდან და სხვ. აქედან გამომდინარე,

ეს იყო კარგი შესაძლებლობა ჯიუ-ს საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებისა და განვითარების თვალსაზრისით.