,,Buddy” პროგრამის სტუდენტების პირველი შეხვედრა ჯიუ-ს ადმინისტრაციასთან - GIU
2025 წლის 28 მაისს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა გრიგოლ კალანდაძემ და სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობისა და კარიერული მხარდაჭერის სამსახურის უფროსმა მათე წულაიამ პირველი სამუშაო შეხვედრა გამართეს “Buddy” პროგრამის სტუდენტებთან.

შეხვედრისას ჯიუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა სტუდენტებს გააცნეს “Buddy” პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბებული საუნივერსიტეტო კლუბის მუშაობის პრინციპები და სამოქმედო გეგმა. აქცენტი გაკეთდა უცხოელი სტუდენტების GIU-ს აკადემიურ და სტუდენტურ სივრცეში ინტეგრირების საკითხში “Buddy” პროგრამის მონაწილეთა ჩართულობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე.

აღსანიშნავია, რომ “Buddy” პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბდა კულტურული გაცვლის კლუბი. შეხვედრის დასკვნითი ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. GIU-ს ადმინისტრაციამ მადლობა გადაუხადა სტუდენტებს აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის სურვილთან დაკავშირებით და წარმატებები უსურვა კლუბისა და პროგრამის სამომავლო ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით.