გაიხსნა Buddy პროგრამის აპლიკაცია - GIU
გაიხსნა Buddy პროგრამის აპლიკაცია
Buddy პროგრამა არის უნიკალური შესაძლებლობა სტუდენტებისთვის, რომლებიც მზად არიან დაეხმარონ უცხოელ სტუდენტებს უნივერსიტეტში სტუდენტურ ცხოვრებასთან ადაპტაციაში. პროგრამაში მონაწილეობის მიღება ნიშნავს მონაწილეობას სხვადასხვა საინტერესო აქტივობებში, რომლებიც საშუალებას მოგცემთ გაიღრმავოთ თქვენი უნარები და მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება.
როგორ გაიაროთ რეგისტრაცია?

შეავსეთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა
რა ბენეფიტები ელით Buddy პროგრამის მონაწილეებს?
ვორქშოპები – სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა დაეუფლონ სხვადასხვა საჭირო უნარებს, როგორებიცაა:
  • სწორი კომუნიკაცია
  • გუნდური მუშაობა
  • მენტორთან ურთიერთობა
  • კონფლიქტების მართვა
  • ლიდერობა
  • კულტურული ინფორმაციის გაცვლა

 

გაცვლითი პროგრამების პრიორიტეტული სიაში მოხვედრა – Buddy პროგრამაში მონაწილეები გახდებიან პრიორიტეტული კანდიდატები გაცვლით პროგრამებში მონაწილეობისათვის, რადგან უკვე აქვთ გამოცდილება უცხოელ სტუდენტებთან ურთიერთობაში.
კულტურის დღეები – პროგრამაში ჩართული სტუდენტები დააორგანიზებენ სხვადასხვა ქვეყნის კულტურის დღეებს, რაც ხელს შეუწყობს კულტურების გაცვლასა და ახალი ცოდნის მიღებას. 🎉
თუ გსურთ გახდეთ Buddy პროგრამის ნაწილი და მიიღოთ ეს შესაძლებლობები, შეავსეთ აპლიკაციის ფორმა 🚀
დარეგისტრირდით დღესვე!