ბიზნესის ადმინისტრირება
პროგრამაზე დაშვების წინაპირობები
I ნაწილი- მაგისტრატურა (Professional MBA)
დაშვების წინაპირობები და პროცედურები
ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა I ნაწილზე (პროფესიული მაგისტრატურა) დაშვების წინაწერილი და პროცედურები გარანტირებულია მოქმედი კანონმდებლობის შესახებ პირისთვის.
ბიზნესი სამაგისტრო
I სწავლის უფლება აქვს პირს, რომელსაც აქვს მინიჭებული ბაკალავრის ან სხვისი გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, და ჩარიცხვა საერთო სამაგისტრო გამოცდაზე. საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე კანონმდებლობით წესების შესაბამისად.
ბიზნესი სამაგისტრო
დამატებითი პირობები:
- შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის ჩაბარება სპეციალობაში;
ბიზნესი სამაგისტრო
- უცხოური ენის ცოდნის დადასტურება მხოლოდ B2 დონის სერტიფიკატის ან უნივერსიტეტის დოკუმენტის „ენობრივი კომპეტენციების განსაზღვრის წესი“-ს მიხედვით.
II ნაწილი-კვლევითი მაგისტრატურა (Research MSc / MBA)
დაშვების წინაპირობები და პროცედურები
II ნაწილზე (კვლევითი მაგისტრატურა) დაშვების წინაპირობაა:
- პროგრამის I ნაწილის (პროფესიული მაგისტრატურის) გავლა/დასრულება/მობილობა
I ნაწილი- Professional (60 ECTS) ერთი წელი -ორი სემესტრი
პროგრამის ღირებულება: 2250 ლარი - სწავლის გადასახადის გაყოფა შესაძლებელია 4 ნაწილად.
II ნაწილი- Research (60 ECTS) ერთი წელი-ორი სემესტრი
პროგრამის ღირებულება: 2500 ლარი - სწავლის გადასახადის გაყოფა შესაძლებელია 4 ნაწილად.
0413 მენეჯმენტი და ადმინისტრირება
გამოცდების გრაფიკი:
სამაგისტრო საგანმანათლებლოპროგრამა: ბიზნესის ადმინისტრირება 08.09.2026 წ.
- სპეციალობაში გამოცდა – 12:00 საათი
- ინგლისური ენის გამოცდა – 14:30 საათი
დოკუმენტების მიღება იწარმოებს უნივერსიტეტის კანცელარიაში (მის: ქ. თბილისი, სამღერეთის ქუჩა N5). დოკუმენტების მიღება ასევე განხორციელდება უნივერსიტეტის ოფიციალური ელექტრონული ფოსტის (info@giu.edu.ge) მეშვეობით.
სპეციალობისა და ინგლისური ენის გამოცდის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 09 სექტემბერი.
საპრეტენზიო განაცხადების მიღება: 2026 წლის 10-11 სექტემბერი.
მაგისტრანტობის კანდიდატებთან საგანმანთლებლო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებების გაფოპრმების ვადა: არაუგვიანეს 2026 წლის 15 სექტემბერი.
ბიზნესის ადმინისტრირება
მაგისტრატურა
VII
ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი (პროფესიული)
კვლევის მაგისტრი ბიზნესის ადმინისტრირებაში
ქართული
ზურაბ მუშკუდიანი, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, პროგრამის ხელმძღვანელი. საკონტაქტო ინფორმაცია: zurab.mushkudiani@giu.edu.ge
მზად ხართ გახდეთ ჩვენი სტუდენტი?
სამაგისტრო პროგრამის მოთხოვნები
მაგისტრატურის ძირითადი მიზნები:
- მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება;
- სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური მოღვაწეობისათვის მომზადება:
- კვალიფიკაციის ამაღლება.
- უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე მიღებული სპეციალობის შეცვლის მოთხოვნილების დაკმაყოფილება.
მაგისტრატურამ უნდა უზრუნველყოს ისეთი სპეციალისტის მომზადება, რომელიც:
ფლობს საფუძვლიან თეორიულ ცოდნას, სპეციალობის შესაბამის კომპეტენციებს და მზად იქნება დამოუკიდებელი, მაღალკვალიფიციური პროფესიული საქმიანობისათვის;
იქნება კონკურენტუნარიანი შრომის შიდა და გარე ბაზარზე.
სამაგისტრო პროგრამაზე დაშვების წინაპირობა
სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს საერთო სამაგისტრო გამოცდების საფუძველზე ან საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. სამაგისტრო პროგრამაზე მიღების დამატებითი პირობაა:
- შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა სპეციალობაში;
- უცხო ენის შესაბამის დონეზე ცოდნის დადასტურება დადგენილი სერტიფიკატით ან გამოცდით.
საგანმანათლებლო პროგრამის მოცულობა კრედიტებით
საგანმანათლებლო პროგრამა ითვალისწინებს ECTS -ის 120 კრედიტის დაგროვებას. 1 კრედიტი = 25-30 ასტრონომიულ საათს, 1 ასტრონომიული საათი = 60 წთ. კრედიტი ითვალისწინებს საკონტაქტო და დამოუკიდებელ მუშაობას. კრედიტი დროის ერთეულში (სთ.) ასახავს სამუშაოს იმ მოცულობას, რომელიც საჭიროა სტუდენტის მიერ პროგრამის ერთი კომპონენტის ასათვისებლად და სწავლის შედეგების მისაღწევად.
ერთი სასწავლო წელი შედგება ორი, შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრებისგან, მოიცავს 43 კვირას, მათ შორის 38 სასწავლო და სასესიო კვირას, 4 კვირას დამატებითი გამოცდებისათვის (2 კვირა თითოეულ სემესტრში), 1 კვირას საშობაო არდადაგებისათვის.
სემესტრის განმავლობაში მაგისტრანტმა სასურველია დაძლიოს საშუალოდ 30 კრედიტი, ხოლო წელიწადში – 60 კრედიტი, თუმცა, პროგრამის სპეციფიკიდან და სტუდენტის ინდივიდუალური დატვირთვიდან გამომდინარე, წელიწადში კრედიტების რაოდენობა შეიძლება იყოს 60-ზე ნაკლები ან მეტი, მაგრამ არა უმეტეს 75-ისა.
საბუთების ჩამონათვალი და მიღების პროცედურა
- განცხადება რექტორის სახელზე;
- ფერადი ფოტოსურათი (3×4) ამობეჭდილი, (4 ცალი) და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
- ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დედანი ან მათი ნოტარიალურად დამოწმებული ასლი;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის(პასპორტის) ასლი დედანთან ერთად;
- უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ვაჟებმა წვევამდელის სამხედრო აღრიცხვის მოწმობა ან სამხედრო ბილეთი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მისი ასლი;
- გამოცდების ეროვნული ცენტრის საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი;
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).