ბიზნესის ადმინისტრირება

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები

ბიზნესის ადმინისტრირების   საბაკალავრო  საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობები და პროცედურები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას, გაწერილია უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესში, განთავსებულია  უნივერსიტეტის  ვებგვერდზე და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის.

ბიზნესის ადმინისტრირების  საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის სტატუსის უფლების მოპოვება ხდება:

 ჩარიცხვის პირობები: 

ბიზნესის ადმინისტრირების   საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვთ სრული ზოგადი განათლების ატესტატის მქონე საქართველოს მოქალაქეებს, ერთიანი ეროვნული გამოცდების (1.ქართული ენა და ლიტერატურა; 2. უცხოური ენა -ინგლისური, გერმანული, ფრანგული რუსული; 3. არჩევითი-სავალდებულო – მათემატიკა/ისტორია)  საფუძველზე.

ერთიანი ეროვნული  გამოცდების გარეშე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, უნივერსიტეტში სტუდენტთა მიღება/ჩარიცხვა დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (საქართველოს კანონი ,,უმაღლესი განათლების შესახებ“, მუხლი 52). 

პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ბიზნესის ადმინისტრირება

აკადემიური საფეხური:

ბაკალავრიატი

კვალიფიკაციის დონე:

VI

მისანიჭებელი კვალიფიკაცია:

ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი

სწავლების ენა:

ქართული

პროგრამის კოდი:

0413 მენეჯმენტი და ადმინისტრირება

პროგრამის მოცულობა (ECTS) :

180 კრედიტი, 6 სემესტრი

პროგრამის ღირებულება :

2500 ლარი / სწავლის გადასახადის განაწილება შესაძლებელია 4 ნაწილად

პროგრამის ხელმძღვანელი:

ლიანა აფაქიძე
lika.apakidze@giu.edu.ge

143 ბიზნესის ადმინისტრირება
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი არჩევითი საგნები:

მათემატიკა, ისტორია

მზად ხართ გახდეთ ჩვენი სტუდენტი?