კარიერული განვითარება

გარდა თეორიული და პრაქტიკული სწავლებისა, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ აქტიურად ზრუნავს სტუდენტების და კურსდამთავრებულების კარიერულ განვითარებაზე. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობისა და კარიერული მხარდაჭერის სამსახური, რომელიც ინტენსიურ რეჟიმში აცნობს სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს მიმდინარე ვაკანსიების და კარიერული მხარდაჭერისთვის მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გარდა აღნიშნული აქტივობებისა, უნივერსიტეტში ეწყობა შეხვედრები დამსაქმებელ და პარტნიორ ორგანიზაციებთან, რომლებიც ატარებენ კარიერული განვითარების მასტერკლასებს, აცნობენ სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს მიმდინარე ვაკანსიებს, სტაჟირების პროგრამებს, თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და საჭიროებებს.

გარდა ამისა, სასწავლო წლის დაწყებისთანავე, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებთან ურთიერთობისა და კარიერული მხარდაჭერის სამსახური სტუდენტებს უწყობს ტრენინგს/მასტერკლასს საჭირო და იმ ზოგადი უნარ-ჩვევების შესახებ, რომელიც მნიშვნელოვანია ნებისმიერი წარმატებული კარიერის საწყის ეტაპზე.

ასევე, უნივერსიტეტში ყოველწლიურად ტარდება შეხვედრები HR სპეციალისტებთან და აღნიშნული დარგის ექსპერტებთან, რაც ხელს უწყობს სტუდენტებს გაიგონ ბაზარზე არსებული მოთხოვნები.

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში ყოველწლიურად ტარდება მასშტაბური დასაქმების ფორუმი, რომელიც ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების სპეციალობით დასაქმებაში. ფორუმში ჩართულები არიან როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციები.

სტუდენტური სერვისების და  კარიერული განვითარების სამსახურის მიზანია სტუდენტების საუნივერსიტეტო სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაციის ხელშეწყობა, სტუდენტთა პიროვნული, პროფესიული და კარიერული განვითარების მხარდაჭერა, სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში  სტუდენტური ცხოვრების განვითარების ხელშეწყობა და დასაქმებისთვის აუცილებელი ზოგადი უნარ-ჩვევების განვითარებაში მხარდაჭერა, რაც დაეხმარება ახალგაზრდებს  საზოგადოებაში პროფესიული და  სოციალური უნარების რეალიზებაში.

თანამშრომლობის, ან დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ კურსდამთავრებულებთან ურთიერთობისა და კარიერული მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელს.

მათე წულაია

ელ-ფოსტა: Mate.tsulaia@giu.edu.ge

ტელ: +995 574 750 752