კანცლერი

ელი ელისაშვილი

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ 𝐆𝐈𝐔-ს კანცლერი, ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფის დირექტორთა საბჭოს წევრი, ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის დირექტორი

ძვირფასო სტუდენტებო,

ჩემთვის პატივია მოგმართოთ თქვენ, როგორც საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუს კანცლერმა. იმ უნივერსიტეტის, რომელსაც, თავისი ისტორიული ტრადიციების გარდა, ძალიან საინტერესო, ახლებური კონცეფცია და მიდგომები გააჩნია, როგორც თვით ინსტიტუციის, ასევე სტუდენტების და კურსდამთავრებულების პიროვნული და კარიერული განვითარებისთვის.

მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ თქვენ შემოაბიჯეთ ქართულ უნივერსიტეტში, რომელიც, თავის მხრივ, მსხვილ საერთაშორისო საგანმანათლებლო ჯაჭვშია ჩაბმული და შესაბამისად, არა მხოლოდ ქართულ, არამედ სწავლა-სწავლების საერთაშორისო, მულტიკულტურულ გამოცდილებას გთავაზობთ.

ვთვლი, რომ სტუდენტობა ახალგაზრდობის ოქროს ხანაა, რომელმაც მაქსიმალურად აქტიურად, ენერგიულად და შემოქმედებითად უნდა ჩაიაროს. ეს არის დრო, როცა თქვენი მიზნებისა და ინტერესებისთვის, თქვენი სწავლის სურვილის წინაშე ყველა კარის გაღებაა შესაძლებელი. ამაში კი ჩვენი უნივერსიტეტი უპირობოდ მთავარ  როლს თავის თავზე აიღებს.

წარმატებების მომტანი ყოფილიყოს თქვენი ეს მოგზაურობა საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუსთან ერთად. გისურვებთ, რომ ბედნიერ სტუდენტურ წლებთან ერთად მდიდარი ცხოვრებისეული გამოცდილება დაგეგროვებინოთ! ჯიუ იქნება თქვენი საიმედო გზამკვლევი გამოწვევებით სავსე სამყაროში.

ჩვენი მეგობრობა და თანამშრომლობა ერთად ბევრს შეგვაძლებინებს, როგორც თქვენი პირადი, ასევე ჩვენი ქვეყნის წარმატებული მომავლისთვის.

გისურვებთ გამარჯვებებს ყველა ასპარეზზე!