საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს რექტორი ელი ელისაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საერთაშორისო ურთიერთობების ასოციაციის (CAFIU) მიწვევით, ჩინეთში იმყოფებოდა, სადაც დაესწრო საერთაშორისო კონფერენციას „მეოთხე დიალოგი ცივილიზაციებს შორის ურთიერთგაცვლისა და ურთიერთსწავლების შესახებ“.
კონფერენციის გახსნის ცერემონია ქ. ტუნხუანგში გაიმართა. ეს ქალაქი, გეოგრაფიული ლოკაციიდან გამომდინარე, ისტორიულად წარმოადგენს დასავლური და აღმოსავლური ცივილიზაციების გადაკვეთის მნიშვნელოვან ჰაბს, სადაც ამავდროულად იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სამი ძეგლი მდებარეობს.
კონფერენცია გახსნა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტმა, ბატონმა ხან ჭენგმა.
ჯიუ-ს რექტორმა, ქალბატონმა ელიმ, მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში სახელწოდებით „გლობალური დიალოგი ცივილიზაციის მემკვიდრეობასა და ციფრულ აბრეშუმის გზაზე“, ასევე გამართა შეხვედრები ჩინეთის რამდენიმე უნივერსიტეტის რექტორთან და საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.