ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტი

2019 წელს ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფის მიერ საქართველოში დაარსდა ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტი, რომელიც აქტიურად უწყობს ხელს ახალგაზრდებს შეისწავლონ აზიური ენები (ჩინური, კორეული და იაპონური). 2019 წლიდან დღემდე ინსტიტუტს ჰყავს არაერთი სერტიფიცირებული კურსდამთავრებული და სტიპენდიანტი.

ენის შესწავლასთან ერთად, შესაძლებლობის ფარგლებში, ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტი ხელს უწყობს ახალგაზრდებს მოიპოვონ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის და ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფის სტიპენდია და გაემგზავრონ სწავლის გასაგრძელებლად ჩინეთსა და კორეაში.

ინსტიტუტში ქართველ პედაგოგებთან ერთად, მოწვეულნი არიან პედაგოგები ჩინეთიდან და კორეიდან. მსმენელებს შესაძლებლობა აქვთ შეისწავლონ ენა უშუალოდ პრაქტიკოსი სპეციალისტებისგან.

ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის მიერ ყოველწლიურად ეწყობა საზაფხულო ბანაკი. ბანაკის მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, გაიგონ ბევრი რამ ჩინეთზე, მის კულტურასა და ხელოვნებაზე, მონაწილეობა მიიღონ არაერთ სახალისო აქტივობაში, საკუთარი ხელით მოამზადონ ჩინური ტრადიციული საკვები, ეზიარონ ჩინურ მხატვრობას, კალიგრაფიას, დადგან საინტერესო კოსტუმირებული წარმოდგენები და ასე შემდეგ.

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში ფუნქციონირებს Ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის კაბინეტი.

  • პრაქტიკული ჩინური ენის – 4 თვიანი კურსი
  • სასაუბრო ექსპრეს ჩინური – 5 კვირიანი კურსი
  • HSK გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსები

 

რატომ უნდა ისწავლო ჩინური ენა?!

  1. მსოფლიოს 1 მილიარდ 200 მილიონი ადამიანი საუბრობს ჩინურ ენაზე;
  2. ჩინეთის ეკონომიკა ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და მსოფლიოში სიდიდით მეორეა;
  3. ჩინური ენის ცოდნა შეგიქმნით ახალ პერსპექტივებს და დაგეხმარებათ კარიერულ განვითარებაში;
  4. ჩინური ენის სწავლა ავარჯიშებს და ავითარებს ისეთ კოგნიტურ უნარებს, რომლებიც არ არის ჩართული სხვა უცხო ენის შესწავლაში.

 

რეგისტრაცია: https://forms.gle/1J5sSWQvUBcbNGiS9

 

ლექტორები:

  • ელი ელისაშვილი
  • ანუკა მახარაძე
  • ლიკა გაბლიშვილი
  • თათია სიორიძე
  • ნათია წოწოლაშვილი
  • მერცია სოლოღაშვილი
  • სონგ ჭენგ ლეი
  • ძი მინგ მინ 

პრაქტიკული კორეული ენა: კურსის ხანგრძლივობა 4 თვე

რეგისტრაცია: https://forms.gle/3mnbCCL8LieRqg5h6

ლექტორი:

  • მილან ლიი